საშემფასებლო და სხვა საკონსულტაციო სერვისები
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ შეისყიდოთ კომპანია, ჩამოაყალიბოთ სტრატეგიული ალიანსი, მოიძიოთ ან ინვესტირება გააკეთოთ სააქციო კაპიტალში, სავარაუდოდ აქციების პირველადი (საჯარო) განთავსების მეშვეობით, ან მოახდინოთ ფინანსური რესურსების ინვესტირება, რენტაბელური გაყიდვების ან კაპიტალის რესტრუქტურიზაციის გზით, „ბეიკერ ტილი ჯორჯია“-ს კორპორატიული ფინანსების სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი რისკების მინიმიზაციაში და ამონაგების მაქსიმიზაციაში.
„ბეიკერ ტილი ჯორჯია“ მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერი სიდიდის, ფინანსურ ბაზარზე კვოტირებულ და არაკვოტირებულ კომპანიებთან და გაუწიოს მათ პრაქტიკული პროფესიონალური კონსულტაცია კორპორატიული ფინანსების ნებისმიერ საკითხზე.
მზარდი გლობალური გარემოს კრიტიკულ პირობებში მუშაობისას, „ბეიკერ ტილი ჯორჯია“ ახორციელებს კომპანიის უნიკალური საბაზრო გარემოს დეტალურ ანალიზს და ამ ცოდნაზე დაყრდნობით დამატებით ღირებულებებს აწვდის კომპანიებს, რომლებთანაც ის თანამშრომლობს. სთავაზობს მათ ქვეყნის, ბაზრის და ინდუსტრიის მაღალპროფესიონალურ მიმოხილვას.
როგორც წამყვანი სააღრიცხვო კომპანია, ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი, საგადასახადო ექსპერტების დახმარებით, გაუწევს ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს/პირს. ჩვენი მომსახურება არის სტაბილურად მაღალკვალიფიციური და ორიენტირებულია კლიენტების ბიზნეს ღირებულების ამაღლებაზე და მომხმარებლების ღირებულების გაუმჯობესებაზე. ჩვენი საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს:
- Due diligence
- შერწყმა და გაერთიანება
- ბიზნესის, საწესდებო კაპიტალის და ძირითადი საშუალებების/არამატერიალური აქტივების შეფასება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
- შესყიდვის ღირებულების ალოკაცია
დავით ჯელია
აქტივების შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ტელ: +995 32 2438999 (102)
ელ-ფოსტა: djelia@bakertillygeorgia.ge
ვახტანგ ინორიძე
ბიზნესის შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ტელ: +995 32 2438999 (102)
ელ-ფოსტა: vinoridze@bakertillygeorgia.ge