ჩვენი ფირმის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს აღრიცხვის სხვადასხვა პრინციპების საფუძველზე მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებათა აუდიტი. ყოველი ცალკეული აუდიტორული მომსახურება ხორციელდება იმ მიდგომის, ტექნიკისა და პოლიტიკის გამოყენებით, რაც ჩამოყალიბებულია ჩვენი ფირმის აუდიტის სახელმძღვანელოში;
რამდენიმე წელია ჩვენი ფირმა წარმატებით აწარმოებს სხვადასხვა კლიენტებისათვის ბუღალტრულ აღრიცხვას. ფირმაში ამ მიმართულებას კურირებს ერთ-ერთი პარტნიორი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ სპეციალისტებს შეუძლიათ სრული მასშტაბით, მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართონ თქვენი ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა.
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ შეაფასოთ ბიზნესი, შეისყიდოთ კომპანია, ჩამოაყალიბოთ სტრატეგიული ალიანსი, მოიძიოთ ან ინვესტირება გააკეთოთ სააქციო კაპიტალში, სავარაუდოდ აქციების პირველადი (საჯარო) განთავსების მეშვეობით, ან მოახდინოთ ფინანსური რესურსების ინვესტირება, რენტაბელური გაყიდვების ან კაპიტალის რესტრუქტურიზაციის გზით, „ბეიკერ ტილი ჯორჯია“-ს კორპორატიული ფინანსების სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი რისკების მინიმიზაციაში და ამონაგების მაქსიმიზაციაში.
საქართველოს საგადასახადო დაბეგვრის გარემოს პერმანენტული ცვალებადობის პირობებში, წარმატებული ბიზნესისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მაღალი ხარისხის კონსულტაციები საგადასახადო სფეროში.